მოტულის სატვირთო ზეთები თეგეტა დისტრიბუციაში

თეგეტა დისტრიბუცია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მოტულის საცხებ-საპოხ მასალებს თქვენი სატვირთო ავტომანქანებისთვის. მძიმე ტექნიკისთვის (ავტობუსი, სატვირთო) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის ძრავის ზეთის გამოყენება ავტომანქანის გამართული მუშაობისთვის. სწორედ ამიტომ, მოტული მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მძიმე ტექნიკისთვის წარმოებულ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთებს.

მოტული გახლავთ პრემიუმ ხარისხის ფრანგული ბრენდი, რომლის პროდუქციაც წარმოდგენილია მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში. მოტულის ისტორია 170 წელს ითვლის, ამ პერიოდში ბრენდი მუდმივად განიცდიდა პროგრესს, ვითარდებოდა და პასუხობდა მომხმარებლის გამოწვევებს. მოტული იყო პირველი საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდი, რომელმაც გამოიყენა ესტერიული ტექნოლოგია, თავისი 100%-ით სინთეზური მანქანის ზეთების ფორმულირებისთვის. მათი ინოვაციური პროდუქტი პირველად საავიაციო ინდუსტუსტრიისთვის იქნა გამოყენებული. 

დღესდღეობით მოტულის ზეთი იწარმოება ევროპის 4 ქვეყანაში: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ბელგიაში. საერთაშიროსო ბრენდად ქცეული მოტული ითვლება პრემიუმ ხარისხის ბრენდად, გამორჩეულია მაღალი ხარისხით და მხარს უჭერენ ისეთი დიდი მწარმოებლები, როგორებიც არიან: Toyota; Yamaha; Subaru; Nissan; Honda, Suzuki და ა.შ