საბურავები:
მსუბუქი სატვირთო
საბურავები
-
Sunfull საბურავის ბრენდია, რომელსაც 2007 წლიდან აწარმოებს ჩინეთის საბურავების მწარმოებელი Heng Feng Tyres. პროდუქტის მთავარი მახასიათებლებია: სტაბილურობა მაღალ სიჩქარეზე, მაღალი პერფორმანსი სველ ზედაპირზე და ძლიერი მოჭიდება.
-
Royal black ბრენდს აწარმოებს “Qingdao Royal Black Tire Company” ჩინეთში. ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს 310 პოზიციას და ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს. კომპანია აწარმოებს ქალაქსა და მაგისტრალზე უსაფრთხო მართვისთვის განკუთვნილ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურ საბურავებს.
-
KAMA საბურავების ცნობილი მწარმოებელი და ლიდერი კომპანიაა რუსეთის ბაზარზე. პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და უსაფრთხო გადაადგილებით ნებისმიერ კლიმატურ პირობებში როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტო-მანქანების კატეგორიაში.
-
Viatti-ის საბურავები 2010 წლიდან იწარმოება ექსკლუზიური გერმანული ტექნოლოგიის შესაბამისად, ხარისხის ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და გათვლილია საშუალო ფასის სეგმენტზე. ბრენდი გვთავაზობს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და კომფორტს.
-
RIKEN იაპონური ბრენდია, რომელიც გახდა Michelin ჯგუფის შვილობილი კომპანია. 1979 წლიდან იწარმოება საბურავების ევროპულ ქარხანაში, რომელიც ეკუთვნის საბურავების მსოფლიოში წამყვან მწარმოებლებს. ბრენდი უზრუნველყოფს ავტომობილის სტაბილურობას მაღალ სიჩქარეზე და მის სრულ კონტროლს.
-
LANVIGATOR ჩინური ბრენდია, რომელიც გამორჩეულია ბალანსირების მაღალი მაჩვენებლით, რაც უპირატესობას ანიჭებს სხვა პრემიუმ კლასის საბურავებთან შედარებით. ბრენდი აწარმოებს ყველა სეზონის საბურავებს მსუბუქი და სატვირთო მანქანების კატეგორიაში.
-
BRIDGESTONE საბურავების მწარმოებელი ფრანგული ბრენდია 1930 წლიდან. ის პრემიუმ ხარისხის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსუბუქ და სატვირთო ავტომობილების კატეგორიაში უმაღლესი ხარისხის საბურავებს.
-
კონტინენტალი პრემიუმ ხარისხის გერმანული ბრენდია, რომელიც 1871 წლიდან აწარმოებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების კატეგორიაში ევროპულ, მაღალი ხარისხის საბურავებს, რომლებშიც კომბინირებულია ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებელი.
-
ტაურუსი ტრადიციული ევროპული საბურავების ბრენდია, 2013 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს აბსოლუტურ უსაფრთხოებას და მაღალ გამავლობას. ბრენდი თანამშრომლობს ფრანგული საბურავების მწარმოებელ MICHELIN-თან. ისინი ერთად ავითარებენ და ქმნიან უმაღლესი ხარისხის თანამედროვე დიზაინის საბურავებს.
-
Starmaxx თურქული მწარმოებელი PETLAS-ის ბრენდია, 1976 წლიდან. საბურავები მზადდება მსუბუქი, სატვირთო, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო ავტომანქანებისთვის. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს და გამოირჩევა მაღალი გამავლობით, ძლიერი მოჭიდებითა და პროტექტორების სიძლიერით.
-
Pirelli - იტალიური პრემიუმ ხარისხის ბრენდია, რომელიც 1890 წლიდან საავტომობილო ინდუსტრიაშია. მისი პროდუქტები წარმოდგენილია მსუბუქ და სატვირთო ავტომობილების კატეგორიაში. ბრენდის საბურავები, კარგად არის ადაპტირებული სპორტული და ძვირადღირებული ავტომანქანების სეგმენტისთვის, რადგან გამოირჩევა ყველა საჭირო მახასიათებლით.
-
Michelin მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი, პრემიუმ ხარისხის ფრანგული ბრენდია 1889 წლიდან. წარმოდგენილია მსოფლიოს მასშტაბით 170-მდე ქვეყანაში და გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, ძლიერი მოჭიდებით, საწვავის ეფექტური გამოყენებით და ა.შ.
-
Compasal 2011 წლიდან თვლება მაღალი ხარისხის ჩინურ ბრენდად, რომლის პროდუქტიც წარმოდგენილია მსუბუქი, სატვირთო, ავტობუსისა და ჯიპის ავტომობილების კატეგორიაში. ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
-
Voltyre რუსული ბრენდია და ოპერირებს 1964 წლიდან. მისი პროდუქცია გამოირჩევა დატვირთვისადმი შესანიშნავი გამტარუნარიანობით და ასევე მაღალი გამავლობით საბურავის მასიური კონსტრუქციის წყალობით. პროდუქტი წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კატეგორიაში.
-
2005 წლამდე ZETA ეკუთვნოდა კომპანია მიშლენს. ბრენდმა ბაზარზე მალევე დაიმსახურა დიდი მოწონება. ის ოფიციალურად იყიდება 89 ქვეყანაში და დღევანდელ დღეს 150 კონტეინერის ექსპორტი ხდება ყოველ თვიურად. ZETA არის პრემიუმ ბრენდი, რომელიც ჩინეთის ტოპ 3 ქარხნის მიერ არის დამზადებული.
-
კომპანია PETLAS დაარსდა 1976 წლის 19 აგვისტოს. მისი ექსპორტი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. მათი საბურავები იწარმოება თურქეთში და არ ექვემდებარება A/D და C/V მოვალეობებს, რაც ბრენდს ძალიან კონკურენტუნარიანს ხდის.
-
Hifly არის Shandong Hengfeng Rubber & Plastic- ის ქვე-ბრენდი, რომელსაც ასევე უწოდებენ "Hengfeng". ეს არის დიდი ჩინური კონგლომერატი, რომელიც 1995 წლიდან, სხვა პროდუქტებტან ერთად, აწარმოებს რეზინის და პლასტმასის საბურავების ფართო სპექტრს.
-
კომპანია PETLAS დაარსდა 1976 წლის 19 აგვისტოს. მისი ექსპორტი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. მათი საბურავები იწარმოება თურქეთში და არ ექვემდებარება A/D და C/V მოვალეობებს, რაც ბრენდს ძალიან კონკურენტუნარიანს ხდის.
-
WESTLAKE-ი გვთავაზობს შესრულებული სამუშაოს, ხარისხისა და ფასის იდეალურ ბალანსს მის საბურავებში. კომპანია გთავაზობთ საბურავების ფართო არჩევანს, რომელსაც ქმნის მსოფლიოში საბურავების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი.
-
Sunwide Tire - არის საბურავების ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელი კომპანია ჩინეთში, რომელიც სპეციალიზირებულია ავტომობილის საბურავებზე მრავალი წლის განმავლობაში, საბურავების ზომების დიდი სპექტრის წყალობით. მათი პროდუქცია წარმოდგენილია 120-ზე მეტ ქვეყანაში.
-
Hifly არის Shandong Hengfeng Rubber & Plastic- ის ქვე-ბრენდი, რომელსაც ასევე უწოდებენ "Hengfeng". ეს არის დიდი ჩინური კონგლომერატი, რომელიც 1995 წლიდან, სხვა პროდუქტებტან ერთად, აწარმოებს რეზინის და პლასტმასის საბურავების ფართო სპექტრს.